სამმაგი სერტიფიკატის პროგრამა და ერთ წლიანი პრაქტიკა

სამმაგი სერტიფიკატის პროგრამა:

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია წარმოგიდგენთ გრძელვადიან სასწავლო კურსს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, რომლის მონაწილეებსაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა შემდეგ დისციპლინებში:

  • კომპიუტერის არქიტექტურა 
  • ოპერაციული სისტემები
  • ქსელები
  • ინფორმაციული უსაფრთხოება.

მოცემული კურსი იძლევა იმის გარანტიას, რომ ყოველი მონაწილე მიიღებს ინფორმაციის მაქსიმუმს და პრაქტიკულ გამოცდილებას.

კურსის ხანგრძლივობა: 8თვე.

ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ (2-2 საათი).

შესაბამისი გამოცდების ჩაბარებისა და კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სამმაგი სერტიფიკატი:  Cisco IT Essentials, კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

აქტიური მსმენელები სწავლის პარალელურად გაივლიან ერთწლიან  პრაქტიკას კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის კომპიუტერულ ლაბორატორიებში.

                                            

 

 

 

 

 

 

 

 

 
ფასი: 1500 ლარი