Menu

CISCO CCNA Security

CISCO CCNA Security

CCNA Security არის Cisco-ს აკადემიის ქსელის უსაფრთხოების კურსი. მასში განხილულია კომპიუტერული ქსელის და მისი მომხამრებლების მიმართ არსებული თანამედროვე საფრთხეები. იგი შეასწავლის სტუდენტებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მცირე, ან საშუალო ზომის ორგანიზაციის ქსელის მონიტორინგი და დაცვა.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც გავლილი აქვთ CCNA სასწავლო კურსი, ან გააჩნიათ კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება და სურთ გაიღრმავონ ცოდნა. ან შეიძინონ ახალი უნარ–ჩვევები კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების და დაცვის საკითხებში. ეს კურსი ასევე განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ ჩააბარონ “Implementing Cisco IOS Network Security” (IINS) სასერტიფიკატო გამოცდა და მიიღონ Cisco–ს საერთაშორისო ინდუსტრიული CCNA Security სერტიფიკატი. აღნიშნული გამოცდა ფასიანია, მაგრამ Cisco–ს ქსელური აკადემიის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ 50%–იანი ფასდაკლების ვაუჩერით, რომელსაც ისინი მიიღებენ CCNA Security კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.

კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი:

CCNA Security სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე. ლექციები ტარდება კვირაში 3–ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ლექციები ტარდება ქართულ ენაზე. სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმაში. აღნიშნული მასალა ხელმისაწვდომია სტუდენტისთვის Cisco–ს აკადემიის საიტზე, რომელშიც სტუდენტები რეგისტრირდებიან სასწავლო კურსზე ჩარიცხვის შემდეგ.
კურსის განმავლობაში სტუდენტები აბარებენ CCNA Security კურსის შუალედურ ტესტებს და კურსის ბოლოს ფინალურ ტესტს. შუალედური და ფინალური ტესტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი მიიღებს Cisco–ს ქსელური აკადემიის CCNA Security კურსის დასრულების შესახებ დამადასტურებელ სერტიფიკატს. სურვილის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია ჩააბაროს IINS საერთაშორისო გამოცდა და მიიღოს შესაბამისი ინდუსტრიული სერტიფიკატი.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

• თანამედროვე ქსელის უსაფრთხოების პრობლემები
• ქსელური მოწყობილობების დაცვის მექანიზმები
• აუთენტიკაცია, ავტორიზაცია და აღრიცხვა (AAA)
• ფაიარვოლური ტექნოლოგიების გამოყენება
• შეტევების თავიდან აცილების მექანიზმების იმპლემენტაცია
• ლოკალური ქსელების დაცვა
• კრიპტოგრაფიული სისტემები
• VPN ტექნოლოგიის კონფიგურაცია
• უსაფრთხო ქსელების მართვა
• Cisco ASA Firewall მოწყობილობის კონფიგურაცია

სასწავლო პროგრამა:

Chapter 1: Modern Network Security Threats
Chapter 2: Securing Network Devices
Chapter 3: Authentication, Authorization and Accounting
Chapter 4: Implementing Firewall Technologies
Chapter 5: Implementing Intrusion Prevention
Chapter 6: Securing the Local Area Network
Chapter 7: Criptographic Systems
Chapter 8: Implementing Virtual Private Networks
Chapter 9: Implementing the Cisco Adaptive Security Appliance
Chapter 10: Advanced Cisco Adaptive Security Appliance
Chapter 11: Managing a Secure Network

დაგვიკავშირდით:
თბილისი, დ.აღმაშენებელის #172
გორი, გარსევანიშვილის #3
ქუთაისი, 9 აპრილის #2
თელავი, აღმაშენებლის #14
bdc.academy@gmail.com
TEL: +995 32 251 47 30
+995 593 25 25 08
+995 593 00 06 84

კურსსზე რეგისტრაცია

(შეავსე ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

მაგალითად: ( აიტი ინჟინერია)

Close Menu