Klarna-ს გენერალური დირექტორი სებასტიან სიემიატკოვსკი ოპტიმისტურადაა განწყობილი ხელოვნური ინტელექტის მიმართ. ის შვედური პლატფორმის BNPL ფარგლებში, სამუშაო ძალის 50%-ით შემცირებას გეგმავს, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. სიემიატკოვსკიმ განაცხადა, რომ Klarna სამუშაო ძალის შემცირებას 3,800-დან 2,000 თანამშრომლამდე აპირებს. ამჟამინდელი თანამშრომლების რაოდენობა უკვე შემცირდა 5,000-დან მას შემდეგ, რაც კომპანიამ მასობრივი შემცირებები დაიწყო გასულ წელს. კომპანიაში თითქმის ნახევარი სამუშაო ძალით, სიემიატკოვსკი გეგმავს მომხმარებელთა მომსახურებისა და მარკეტინგის გარკვეული ფუნქციების გადაბარებას ხელოვნურ ინტელექტზე. „ჩვენ არა მხოლოდ შეგვიძლია გავაკეთოთ მეტი ნაკლებით, არამედ შეგვიძლია გავაკეთოთ გაცილებით მეტი ნაკლებით,“ – განაცხადა მან.
ეს ინფორმაცია არ არის მოულოდნელი. სიემიატკოვსკი ხმამაღლა საუბრობდა ხელოვნური ინტელექტის ხარჯების შემცირების სარგებელზე. Klarna-მა გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა ახალი თანამშრომლების აყვანის შეჩერების შესახებ. X-ზე გამოქვეყნებული პოსტით სიემიატკოვსკიმ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მან დაიკვეხნა, რომ მილიონობით დოლარის დაზოგვას შეძლებდა ისეთი ამოცანების ავტომატიზაციით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოსახულებების გენერირება, ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის დანერგვა და მეტის გაკეთება მარკეტინგის გუნდის ნახევარი ზომით.
მოკლევადიან პერსპექტივაში, Klarna-ს მიდგომა ამართლებს. თუმცა, ხელოვნურ ინტელექტზე დიდი ფსონის დადება შეიძლება არ გამართლდეს გრძელ ვადაში. Goldman Sachs-ის ანგარიშში ეკონომიკის ექსპერტები ხედავენ „ხელოვნური ინტელექტიდან აშშ-ს ეკონომიკის შეზღუდულ სარგებელს“. ისტორიას თუ დავუჯერებთ, გარკვეული სერვისების ავტომატიზაციამ, როგორიცაა თვითგადახდის ობიექტები და მომხმარებელთა მომსახურება, შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს და ახალი პრობლემები შექმნას.
Klarna არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც შეამცირა თავისი სამუშაო ძალა ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირების სასარგებლოდ. იანვარში, Duolingo-მ თავისი კონტრაქტორები 10%-ით შეამცირა და მიზეზად ხელოვნური ინტელექტი დაასახელა. Meta-მ და Google-მაც ასევე გაათავისუფლეს თანამშრომლები, რადგან ისინი უფრო ღრმად ახორციელებენ ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტში.
წყარო: mashable