Project Management
ვისთვისაა განკუთვნილი კურსი
კურსი განკუთვნილია საშუალო და ზედარგოლი სმენეჯერებისთვის. ბიზნეს, სახელმწიფო და არა სამთავრებო სექტორში დაკავებული პროექტის მენეჯერებისთვის და პროექტის სხვა მონაწილეებისთვის.
სასწავლო კურსის მიზანი
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს პროექტების მართვის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ის ძირითადი მეთოდები,რაც გადაწყვეტილების მიმღებ პირს პროგრამული პროექტების განხორციელების ეფექტური გეგმის შექმნის პროცესში დასჭირდება.
სწავლის შედეგები
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
პროექტს დამოუკიდებლად დაგეგმვასა და დამუშავებას, შესაძლო პრობლემების თავიდან დროულად აცილებასა და პროექტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ტრანსფერის სწრაფად განხორციელებას.
თემის დასახელება დაშინაარსი
- შესავალი პროექტის მენეჯმენტში: რა არის პროექტი? პროექტის მენეჯმენტი? პროექტის სასიცოცხლო ციკლი, პროექტის მენეჯმენტის მნიშვნელობა, პროექტის დაინტერესებული მხარეები;
- პროექტის პორტფელიოს მართვის სისტემა: პროექტის კლასიფიკაცია, პროექტის შერჩევის კრიტერიუმები, წარმოდგენილი წინადადების წყაროები, მათი შეფასება და შერჩევა;
- ორგანიზაციული სტრუქტურა: ფუნქციონალური ორგანიზაციული სტრუქტურა, სპეციალური საპროექტო ჯგუფები, მატრიცული სტრუქტურა, პროექტის შესაბამისი სტრუქტურის შერჩევა;
- ორგანიზაციული კულტურა: ორგანიზაციული კულტურა და მისი არსი.
- პროექტის ინტეგრაციული მენეჯმენტი;
- პროექტის საზღვრების მართვა, სამუშაოთა დეკომპოზიცია, ღონისძიებების მიმდევრობის განსაზღვრა, ორგანიზაციის დეკომპოზიცია, პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების მატრიცა;
- პროექტის დროის მართვა, გრაფიკის შედგენის განსაზღვრა, გეგმიური გრაფიკების ტიპები, ჰისტოგრამები, ქსლური დიაგრამა, ღონისძიებათა ხანგრძლივობა, ქსელური გეგმიური გრაფიკები;
- პროექტის პირდაპირი გზის კალკულაციები, უკუ-ანგარიშგებები, კრიტიკული გზა, წინსწრებები და ჩამორჩენები პროექტში, დროის რეზერვი, უწყვეტი მუშაობის გაანგარიშება;
- პროექტის ბიუჯეტის და ხარჯების მენეჯმენტი, პირდაპირი და ირიბი ხარჯები;
- რისკის მენეჯმენტი, ცვლილებების კონტროლის მენეჯმენტი;
- ადამიანური რესურსების მართვა, კონფლიქტების მართვა;
- პროექტის ხარისხის მართვა;
- კომუნიკაციის და კონფიგურაციის მენეჯმენტი;
- პროექტის ხანგრძლივობის და დროში ცვლილებების მართვა;
- პროექტის ლიდერობა, მართვა და პროექტის ხელმძღვანელობა, ეფექტური მართვის პრინციპები;
- პროექტის დახურვა, დამთავრების პროცესი, პროექტის დასრულება;