სასწავლო კურსის მიზანი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერული პრობლემები: რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა, მონაცემების გაძლიერება. სურს შეისწავლოს ოპერაციული სისტემის სტრუქტურა და ფუნქციები, ოპერაციული სისტემა Windows 7/8.1/10, Linux-ი, შეძლონ ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, გამართვა, ადმინისტრირება, სისტემასთან მუშაობის პროცესში შექმნილი პრობლემის გასწორება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე სურს შეისწავლოს ქსელის საბაზისო პრინციპები, ქსელის დაგეგმვა, აგება და მონტაჟი; სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების გამოყენება, ქსელური პროტოკოლები, ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა; ქსელის OSI და TCP/IP მოდელები და დამისამართება; უკაბელო ქსელის მონტაჟი და უსაფრთხოება; მცირე ზომის ქსელის აგება და ადმინისტრირება.
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ეცოდინება:
• კომპიუტერების კლასიფიკაცია;
• პერსონალური კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე კომპონენტების იდენტიფიკაცია, მათი მახასიათებლები;
• აპარატურული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავსებადობა;
• სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირებისა და მუშაობის თავისებურებები;
• კომპიუტერის სრული ტექნიკურ უზრუნველყოფა, მისი ძირითადი და დამხმარე აპარატურული ნაწილების დაკავშირებით;
• კომპიუტერის აპარატურული ნაწილის შეცვლა-განახლება;
• დაზიანების შესაძლო მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრა;
• ოპერაციული სისტემების (Windows 7/8.1/10, Linux) ინსტალაცია;
• დრაივერების, პროგრამების და პერიფერიული მოწყობილობების დაყენება;
• ოპერაციული სისტემების ადმინისტრირება;
• ოპერაციული სისტემების დიაგნოსტიკა, პრობლემის აღმოფხვრა;
• ქსელის შექმნა და მართვა ოპერაციულ სისტემაში;
• უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მომხმარებლის შექმნა და პარამეტრების მომართვა, ფაიერვოლი, ჯგუფური პოლიტიკა);
• ბრძანებათა ველთან მუშაობა (Command Prompt), რეესტრთან მუშაობა;
• ოპერაციული სისტემის დაშორებული მართვა;
• Homegroup, Workgroup, Domain ქსელების შექმნა და ადმინისტრირება;
• ქსელის საბაზისო პრინციპები;
• ქსელური პროტოკოლები და ქსელური ტოპოლოგიები;
• OSI და TCP/IP მოდელები და დამისამართება;
• ქსელის სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება;
• მცირე ზომის ქსელის დაგეგმვა, აგება და მართვა;
• თემის დასახელება და შინაარსი
• ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის სახეები, ინფორმაციის საზომი ერთეულები;
• სისტემური ბლოკის (CASE), კვების ბლოკის (Power Supply), სისტემური პლატის (Motherboard) არქიტექტურა, ტიპები, ფორმფაქტორები; ჩიპსეტი; სისტემური რესურსები და მათი დანიშნულება;
• ცენტრალური პროცესორი (CPU), მისი მახასიათებლები; პროცესორის პრაქტიკული განხილვა;
• მუდმივი მეხსიერების მოწყობილობის ტიპები, ოპერატიული მეხსიერების(RAM) ტიპები, მეხსიერების მოდულები, ქეშმეხსიერება, მეხსიერების შეცდომები;
• მყარი დისკის (HDD), CD/DVD/Flash მოწყობილობების თეორიული და პრაქტიკული განხილვა;
• დამგროვებლების ინტერფეისის ტიპები, ფაილური სისტემების (FAT, NTFS) მიმოხილვა;
• ვიდეო ადაპტერის (Video card), მონიტორის ტიპები და მათი მახასიათებლები;
• ქსელის ადაპტერის, აუდიოადაპტერის, გამაგრილებელი სისტემების (COOLER) თეორიული და პრაქტიკული მიმოხილვა;
• გაფართოების სლოტების და პორტების განხილვა, პორტები და კაბელები;
• პერსონალური კომპიუტერის დაშლა/აწყობა, მოწყობილობების შეცვლა, დამატება;
• პორტატული მოწყობილობების (Laptop, Notebook) ძირითადი ნაწილების თეორიული და პრაქტიკული განხილვა, სპეციფიკური მახასიათებლების მიმოხილვა;
• კომპიუტერის მოწყობილობების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემის აღმოფხვრა;
• BIOS-ის თეორიული და პრაქტიკული განხილვა, პარამეტრების კონფიგურაცია;
• სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების (Printer, Scaner, Projector,…) დაყენება და პარამეტრების მომართვა;
• უსაფრთხოების მოწყობილობების (ვიდეო კამერები, DVR/NVR) ტიპები, მონტაჟი და მართვა;
• კომპიუტერის ქსელში ჩართვა. ქსელის ადაპტერი;
• ვირტუალური მანქანების (Vmware Workstation, VirtualBox) ინსტალაცია/ კონფიგურაცია;
• Windows 10-ის ინსტალაცია, Windows Upgrade, Windows 10-ის ჩამტვირთავი ფლეშის შექმნა;
• Personalize, Display, Taskbar and Start Menu, Notification Area Icons, Power Options, Aero (Peek, Snap, Shake), Start მენიუს პროგრამები, ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა, Folder Options, პროგრამა Windows Explorer, ძებნის პარამეტრების მომართვა, Sync Center, ინფორმაციის დისკზე-ფლეშზე ჩაწერა/გადაწერა, Recycle Bin და მისი პარამეტრების მომართვა;
• მართვის პანელი: Device Manager, Device and Printers, Sound, Programs and Features, AutoPlay, Default Programs, Compatibility Options, Region and Language, Fonts, Keyboard, Mouse, Date and Time, Ease of Access Center;
• მყარი დისკის დაყოფა, დაფორმატება, განულება; სისტემის ოპტიმიზაცია: Disk Cleanup, დეფრაგმენტაცია, Check Disk, Performance Options, System Configuration, ReadyBoost; Disk Quota, მუშაობა ვირტუალურ მყარ დისკთან (VHD);
• რეესტრის (Registry) სტრუქტურის გაცნობა და ზოგიერთი პარამეტრის შეცვლა, Command Prompt-თან მუშაობა, Windows PowerShell/ISE;
• ქსელური კომპონენტების ინსტალაცია, IP მისამართების მინიჭების ვარიანტები, IPv4 და IPv6 პროტოკოლები, ახალი შეერთების შექმნა (კაბელური და უკაბელო), Internet Options, Internet Explorer, მუშაობა დაშორებულ კომპიუტერთან, დისტანციური დახმარება;
• ქსელში მუშაობის ორგანიზება (Homegroup, Workgroup, Domain), რესურსების გაზიარება – Sharing, რესურსებზე წვდომის კონტროლის განსაზღვრა (Security), Network and Sharing Center, ქსელური პრინტერის ინსტალაცია და მისი პარამეტრების მომართვა;
• მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის შექმნა/პარამეტრების მომართვა, საკონტროლო შეტყობინებების განხილვა, მშობლის(parental) კონტროლი, User Account Control Settings, Local Security Policy, Local Computer Policy;
• სისტემის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა: ფაიერვოლი, Microsoft Security Essentials, Windows Defender, სისტემის განახლება, უსაფრთხოების ცენტრი, BitLocker Drive Encryption;
• ოპერაციული სისტემის, ფაილებისა და საქაღალდეების სარეზერვო ასლის შექმნა და აღდგენა, Windows Easy Transfer;
• სისტემის მონიტორინგი, პრობლემის აღმოჩენა და აღმოფხვრა: დავალებათა მმართველი, Resource/Reliability/Performance Monitor, Event Viewer, System Configuration, Startup and Recovery, Services, Windows Memory Diagnostic, Troubleshooting, Windows Repair, Safe Mode;
• ქსელის მიმოხილვა, რესურსების გადაცემა ქსელში, ლოკალური (LAN), გლობალური (WAN) და Internet ქსელები, ქსელის კომპონენტები: შუალედური და საბოლოო მოწყობილობები, ქსელური მედია, კაბელების სტანდარტები, ტოპოლოგიები, ქსელის ტიპები, ინტერნტეთან კავშირის ტექნოლოგიები, ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები, სტანდარტიზაციის ორგანიზაციები.სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების მონტაჟი;
• ქსელის დაყოფა დონეებად, OSI მოდელი, TCP/IP მოდელი, OSI და TCP/IP მოდელების შედარება, მონაცემთა გადაცემა ქსელში (მონაცემთა ენკაპსულაცია და დეკაპსულაცია, ლოკალურ და დაშორებულ რესურსებზე წვდომა); პრინციპები, ქსელური მედია საშუალებები: სპილენძის კაბელი, UTP კაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, უკაბელო შეერთება;
• IP დამისამართება, IPv4 ქსელის მისამართები (IPv4 მისამართის სტრუქტურა, IPv4 ქვექსელის ნიღაბი, IPv4 Unicast, Broadcast, Multicast მისამართები, IPv4 მისამართების ტიპები), კავშირის შემოწმება (ICMP პროტოკოლი, ტესტირება და შემოწმება);
• ქსელის ადაპტერის ინსტალაცია და კონფიგურაცია, ქსელის პროგრამული კონფიგურაცია, მისამართების დანიშვნა (IPv4,), ალტერნატიული მისამართების დანიშვნა, DNS კლიენტის კონფიგურაცია, კავშირის შემოწმება; ახალი შეერთების შექმნა (კაბელური და უკაბელო);
• ქსელში მუშაობის ორგანიზება (Homegroup, Workgroup, Domain), რესურსების გაზიარება – Sharing, რესურსებზე წვდომის უფლებების განსაზღვრა (Security), Network and Sharing Center, ქსელური პრინტერის ინსტალაცია და მისი პარამეტრების მომართვა;
• უკაბელო ქსელი (WI-FI), უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების აგებულება, მისი მონტაჟი და კონფიგურაცია, უსაფრთხოება უკაბელო ქსელებში;
• ქსელის უსაფრთხოების დაცვა (ქსელური მოწყობილობების დაცვის ღონისძიებები, ქსელური საფრთხეების კატეგორიები, ფიზიკური უსაფრთხოება, უსაფრთხოების სისუსტეები), ქსელური შეტევების სახეები მათგან თავდაცვის გზები, მოწყობილობების დაცვა; სისტემის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა: Windows Update, ანტივირუსის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
• ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა, ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება (Remote Desktop Connection, Remote Assistance, Team Viewer, Wireshark, და ა.შ.)
• მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო მეთოდური ლიტერატურით;
• კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი კატეგორიის მიხედვით და რეკომენდაცია დასაქმებისთვის;
სწავლის ხანგრძლივობა – 3 თვე (კვირაში 2 დღე, 2-2 საათი);