საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი სიახლეა – BDC აკადემიამ ოფიციალურად მიიღო კოლეჯის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიებზე სრულიად უფასოდ, სახელმწიფო დაფინანსებით.
საგანმანათლებლო პროგრამები
აკადემიაში სწავლა ხორციელდება ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე:
-
ფარმაცია (სააფთიაქო)
-
საექთნო განათლება
-
ბუღალტრული აღრიცხვა
-
კომპიუტერული ქსელი და სისტემები
პროგრამების ხანგრძლივობა განსხვავებულია – ზოგი 2-წლიანია, ზოგი კი 3-წლიანი, რაც მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული სწავლის გზა აირჩიონ.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
-
სრული დაფინანსება – სწავლის საფასურს მთლიანად სახელმწიფოს იღებს თავის თავზე;
-
პრაქტიკული სწავლება – სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას წამყვან კომპანიებსა და კლინიკებში;
-
კარიერული პერსპექტივა – არჩევანი სწორედ იმ სფეროებზეა გაკეთებული, სადაც სამუშაო ბაზარზე სპეციალისტებზე მაღალი მოთხოვნაა.
- ასევე ხდება სამხედრო სამსახურის გადავადება
რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს
ყველა მსურველს, ვისაც სურს უფასოდ შეიძინოს ხარისხიანი განათლება ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიაში, შეუძლია დარეგისტრირდეს და გახდეს აკადემიის ახალი სტუდენტი.
დაგვიკავშირდით

bdc.academy@gmail.com
www.bdc-academy.ge
+995 593 25 25 08
593 000 684