Menu

CTA აკადემიამ რეკვალიფიკაციისა და დასაქმების მაშტაბური ფორუმი ჩაატარა

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიამ რეკვალიფიკაციისა და დასაქმების მაშტაბური ფორუმი ჩაატარა, რომლის ფარგლებში მოწვეულ კომპანიებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ აკადემიის კურსდამთავრებულ მსმენლებს, სამუშაოს მაძიებლებს და შეეთავაზებინათ მათთვის კადრების განყოფილების მიერ გამოცხადებული ვაკანსიები აგრეთვე კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა მოეხდინათ მათი საქმიანობის პრეზენტირება მოწვეული მომხმარებელთათვის.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა მოკლევადიანი სესია ეფექტურ კომუნიკაციაში.

სამუშაოს მაძიებლებს კი მიეცათ საშუალება შეერჩიათ მათთვის სასურველი ვაკანსიები, დამსაქმებლებმა კურსდამთავრებულ მსმენელებს გააცნეს სამუშაოს აღწერილობა, ფუნქცია-მოვალეობები და შრომითი პირობები, რომელიც მსმენელების სასწავლო გრაფიკზე მაქსიმალურადაა მორგებული.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები. მოწვეული კომპანიები დაინტერესდნენ როგორც სამედიცინო მიმართულებით ასევე აიტი ,კოსმეტოლოგია ,ბუღალტერია, ფარმაცია,კულინარია, საკონდიტრო, საბანკო, ოფის მენეჯერის,ტურიზმისა და სხვა მიმართულებით კურსდამთვრებული მსმენელებით.

აკადემია ეტაპობრივად აგრძელებს დასაქმები ფორუმის ჩატარებას გორის ,ქუთაისის ბათუმისა და თელავის კურსდამთავრებულ მსნელთათვის.

 

 

კურსსზე რეგისტრაცია

(შეავსე ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

მაგალითად: ( აიტი ინჟინერია)

Close Menu