5 აგვისტოს, კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია და ბიდისი აკადემია, ერთობლივი ვიზიტით იმყოფებოდა N11 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც არასრულწლოვანი მსჯავრდებულები იხდიან სასჯელს. ვიზიტის მიზანი იყო მსჯავრდებულთათვის საჭირო ნივთების გადაცემა და მათთვის ღონისძიების მოწყობა.
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გადაეცათ მათთვის საჭირო ნივთები, ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ინტერაქციული კონცერტიც.
ღონისძიებამ გამოიწვია არაერთი ემოცია, ერთის მხრივ, იყო სიხარული,და ამავდროულად მძიმე განცდები. მსჯავრდებულებმა გამოხატეს თავიანთი მადლიერება ვიზიტისა და ყურადღებისთვის.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია და ბიდისი აკადემია სთავაზობს მსჯავრდებულებს შესასწავლად მათთვის საინტერესო კურსებს. ვიზიტის დროს მსჯავრდებულებმა გამოთქვეს არაერთ კურსზე წვდომის მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ამ საგანმანათლებლო რესურსებს, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და მომავალში საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
ჩვენი მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა სოციალური კავშირების შენარჩუნებას, მათ მხარდაჭერას რთულ პერიოდში და მომზადებას უკეთესი მომავლისთვის.