სასწავლო კურსის მიზანი:
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად ცნებებს, კრიპტოგრაფიის საფუძვლებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის პრობლემებს. შეისწავლოს მათი გადაწყვეტის გზები და საშუალებები.
სწავლის შედეგი
- კურსის სწავლების შედეგად მსმენელი მიიღებს ცოდნას ინფორმაციული პროცესების (ინფორმაციის შეტანა, გამოტანა, გადაცემა, დამუშავება, დაგროვება, შენახვა) რეალიზაციისას ინფორმაციის დაცვის მეთოდებსა და საშუალებებზე;
- ეცოდინება ინფორმაციული უსაფრთხოების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ძირითადი ელემენტები;
- შეეძლება გამოიყენოს ინფორმაციის დაცვის საშუალებები და მეთოდები, არასანქცირებული წვდომისაგან დასაცავად;
- ეცოდინება პროგრამული და მეთოდური დაცვის საშუალებები.
თემის დასახელება და შინაარსი
- უსაფრთხოება ვირტუალურ მანქანებში, VMware Workstation-ის მაგალითზე;
- ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაცია და მათი უფლებების განსაზღვრა;
- საქაღალდეების, მოწყობილობების და პრინტერის გაყოფა ქსელში, ფაილებზე, საქაღალდეებზე და სხვა რესურსებზე წვდომის კონტროლის განსაზღვრა;
- MS Office ფაილების უსაფრთხოება და წვდომის კონტროლის განსაზღვრა;
- ინფორმაციის დაცვა შიფრაციის დახმარებით: ფაილების და საქაღალდეების დაშიფვრა, ლოგიკური დანაყოფების და ფლეშის შიფრაცია BitLocker პროგრამით;
- მონაცემთა დაშიფრვა სიმეტრიული და ასიმეტრიული მეთოდის გამოყენებით: კრიპტოგრაფიული პროგრამის PGP-ის განხილვა;
- სერტიფიკატები. ციფრული სერტიფიკატების განხილვა და მათი მართვა;
- ფაილებზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება, დაშიფრული ელექტრონული წერილების გაგზავნა;
- გავრცელებული ვირუსების და მათგან თავდაცვის გზების განხილვა. ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია;
- პერსონალური ფაიერვოლის კონფიგურირება;
- ვირტუალური დაცული ქსელების (VPN) ტექნოლოგიის განხილვა;
- მონაცემთა სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით;
- ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა და მისი აღდგენა;
- სხვა დამაზიანებელ პროგრამებთან საბრძოლველად სხვადასხვა უტილიტების გამოყენება;
- უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები; აუდიტი;
- ტესტირება.