Menu

როგორ ცვლის TikTok Shop ბრენდების მომხმარებლებთან კომუნიკაციის გზებს

სანამ სოციალური მედია პლატფორმის შესაძლო აკრძალვა ახლოვდება, TikTok Shop ზეტ თაობის ფინანსების მოზიდვასა და ელექტრონული კომერციის ბაზრის მეტი წილის მოპოვებას ცდილობს. დეკემბრის დასაწყისში TikTok-მა საგანგებო შუამდგომლობა წარადგინა, აკრძალვის 19 იანვრამდე შეჩერების მოთხოვნით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ჩინური მშობელი კომპანია ByteDance ვადის ამოწურვამდე არ გაყიდის TikTok-ს, აპლიკაცია აშშ-ში უკანონო გახდება. დეკემბერში უზენაესმა სასამართლომ თანხმობა განაცხადა განიხილოს TikTok-ის საჩივარი ფედერალური კანონის წინააღმდეგ, რომელიც აპლიკაციის აკრძალვას ითვალისწინებს.

TikTok-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მომხმარებელთა 70% აცხადებს, რომ პლატფორმაზე ახალ ბრენდებსა და პროდუქტებს პოულობს, ხოლო 83% აღნიშნავს, რომ TikTok გავლენას ახდენს შესყიდვის გადაწყვეტილებებზე.

2023 წელს, აშშ-ში შოპინგის ფუნქციის გაშვებამდეც კი, ბრენდები უკვე იყენებდნენ TikTok-ს მომხმარებლების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების მოსაზიდად.

Amazon-ის, Walmart-ისა და Target-ის მსგავსად, პლატფორმამ გაყიდვების ღონისძიებების ორგანიზება დაიწყო. მისი საზაფხულო გაყიდვების აქცია “Deals for you Days” პლატფორმის რეგულარულ ღონისძიებად იქცა, სადაც აშშ-ს მყიდველები საშუალოდ $52-ს ხარჯავდნენ გაყიდვების პერიოდში.

Earnest Analytics-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა მაიკლ მალუფმა ინტერვიუში განაცხადა, რომ TikTok-ზე შოპინგი სულ უფრო მეტად ინტენსიური ხდება და სხვა მსხვილი საცალო მოვაჭრეების ცნობილ სეზონურ გაყიდვებს უწევს კონკურენციას. მისი თქმით, TikTok Shop-ზე უკვე თითქმის ყველას აქვს წვდომა. ის სულ უფრო მეტად ემთხვევა მსხვილი ელექტრონული კომერციის საცალო მოვაჭრეების აქციების ციკლებს. მათ კარგად გამოუვიდათ ადამიანების პლატფორმიდან შოპინგზე გადაყვანა.

TikTok Shop განაგრძობს თავისი ელექტრონული კომერციის ზრდას Real Authentication-თან პარტნიორობით. შავ პარასკევს TikTok Shop-მა ერთ დღეში 100 მილიონ დოლარზე მეტის ივაჭრა, რაც წინა წლის შედეგს სამჯერ აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის მომავალი ბუნდოვანია, ბრენდები, ინფლუენსერები და მყიდველები საკმაო სარგებელს იღებენ TikTok Shop-თან ურთიერთობით.

TikTok-ის გავლენა ბრენდებზე

ისეთმა ტრადიციულმა კომპანიებმა, როგორებიცაა Maybelline, Gap, Pizza Hut და Amazon, TikTok-ზე გააძლიერეს თავიანთი წარმომადგენლობა, რათა სოციალური პლატფორმის მზარდი გავლენით ესარგებლათ.

მაგალითად, E.l.f. Cosmetics იყო პირველი ბრენდი, რომელიც წარმოდგენილი იყო TikTok Shop-ის Super Brand Day-ის გაყიდვების ღონისძიებაზე. მთელი დღის განმავლობაში TikTok-მა კოსმეტიკური ბრენდი შოპინგ პლატფორმის ცენტრში მოაქცია. ამ განცხადებასთან ერთად, ბრენდმა წარმოადგინა ახალი პროდუქტი – Power Grip Dewy Setting Spray, ორიგინალური სიმღერის თანხლებით.

Mavely-ის გამოკითხვის თანახმად, ზეტ თაობის მომხმარებელთა თითქმის სამი მეხუთედი ამბობს, რომ ადგილობრივი ან მიკრო-ინფლუენსერების რეკომენდაციებს ენდობა. აშშ-ს მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა, უმეტესად ზეტ თაობამ, განაცხადა, რომ საჩუქარი პირდაპირ ინფლუენსერის რეკომენდაციის საფუძველზე შეიძინა.

TikTok Shop-ის გამყიდველებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ, რომ TikTok-მა თავად მართოს პროდუქტის შენახვა, შერჩევა, შეფუთვა და გაგზავნა. TikTok-ზე გადახდა შესაძლებელია ისეთი პლატფორმიდანაც, როგორიცაა PayPal.

პოპკორნის ბრენდი Like Air, რომელიც 2020 წელს დაარსდა, ადრე თავის პროდუქტებს მხოლოდ Kroger-სა და Albertsons-ზე ყიდდა. ახლა კომპანია TikTok Shop-ს ექსკლუზიური პროდუქტების გასაყიდად და ახალი გემოების წარსადგენად იყენებს.

კომპანიამ ინფლუენსერების დუეტი @rebekahandsara მოიწვია Like Air-ისთვის TikTok-ზე ლაივ შოპინგის ღონისძიებების გასაძღოლად. ისინი პირდაპირ ეთერში ატარებენ გათამაშებებს, აცხადებენ ფასდაკლებებს და იგებენ, რა სურთ მომხმარებლებს კომპანიისგან. ეს დადებით გავლენას ახდენს Like Air-ის მიერ ყოველთვიურ სიახლეებსა და იმის გაგებაზე, თუ რომელი საცალო მოვაჭრეები ყიდიან ბრენდს უკეთ.

Like Air-ისთვის TikTok Shop ბაზარზე გასვლის ყველაზე სწრაფი გზა აღმოჩნდა. ახალი გემოს შემუშავების შემდეგ, მისი თქმით, გაყიდვების ამუშავებას ექვსი თვიდან ერთ წლამდე სჭირდება. TikTok Shop-ის საშუალებით, Like Air-ს ახალი გემოს შექმნა და რამდენიმე კვირაში გაყიდვა შეუძლია.

ზეტ თაობა უპირატესობას TikTok Shop-ს ანიჭებს

TikTok Shop სულ უფრო მეტად ხდება შთაგონების წყარო საჩუქრების შერჩევის პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებისთვის. Fiverr-ის აგვისტოს ანგარიშის თანახმად, აშშ-ის ზეტ თაობის მყიდველთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ საშობაო საყიდლების სიის უმეტესობას TikTok Shop-ის საშუალებით არჩევდნენ. Fiverr-ის ანგარიშის თანახმად, TikTok Shop-ს ყველაზე დიდი გავლენა (34%) აღმოაჩნდა ზეტ თაობის აუდიტორიაზე, საჩუქრების ძიების პროცესში, ინფლუენსერების რეკომენდაციებთან (25%) და გენერაციული AI-ის ძიებასთან (14%) შედარებით.

ICSC-ის მონაცემებით, ზეტ თაობის მომხმარებელთა 85% აცხადებს, რომ სოციალური მედია გავლენას ახდენს მათ შესყიდვის გადაწყვეტილებებზე, რესპონდენტთა თითქმის ნახევარი კი TikTok-სა და Instagram-ს ყველაზე გავლენიან პლატფორმებად ასახელებს.

Earnest Analytics-ის ანგარიშის თანახმად, ზეტ თაობის 18-დან 24 წლამდე წარმომადგენლები დაახლოებით სამჯერ უფრო მეტს ხარჯავენ TikTok Shop-ზე, საშუალო მყიდველთან შედარებით. 2024 წლის თებერვალში,TikTok Shop-ის გაყიდვების 81%-ზე მეტი არსებული მომხმარებლებისგან მოდიოდა, 2023 წლის ნოემბრის 64%-იან მაჩვენებელთან შედარებით.

წყარო: marketingdive

კურსსზე რეგისტრაცია

(შეავსე ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

მაგალითად: ( აიტი ინჟინერია)

Close Menu